განათლების ახალი რეფორმა

23 01 2010

რამდენიმე დღეა უკვე რაც მინდოდა ამ პოსტის დაწერა, თავი შევიკავე რადგანაც მაინტერესებდა “კურიერ P.S.”-ის რეპორტაჟი განათლების ახალ რეფორმაზე…

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავარდა პანიკაში. ბევრი ფიქრობა “ვაიმე რა გვეშველება”, “დავრჩით გარეთ და ეგ არი”, “ვერ არიან ესენი” და ა.შ. მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ფიქრობდა რომ ეს უაზრო კანონია, ცოტა ხანი ილაპარაკებდნენ და შემდეგ გაჩერდებოდნენ ან ვიღაც ჭკვიანი ადამიანი აღუდგებოდა ამ ყველაფერს წინ, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს ყველაფერი სერიოზულადაა გადაწყვეტილი.

10 გამოცდის დანიშვნის გადაწყვეტილებამ მეც დამაფიქრა, რადგანაც ამჟამად კერძო სკოლაში ვარ ჩაწერილი, სადაც სულ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც საბუთების მისატანად… ეს ყველაფერი კი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მიზნით. სკოლაში კარგად ვსაწვლობდი, მაგრამ სახლში გადაწყვიტეს რომ ჯობდა 2 წელი მოვმზადებულიყავი, ეს გადაწყვეტილება ახლა დავაფასე. კმაყოფილი ვარ საქმე წინ რომ წავიგდე…

საშუალო განათლება ყველა საგანში ნორმალურ დონეზე მაქვს მიღებული, ეს იყო 8-9 კლასებში. მეათე კლასში საერთოდ დაგვადებილეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წიგნები იყო მხოლოდ სურათებით გატენილი, ხოლო გაკვეთილში კი ეწერა მაქსიმუმ 2 წინადადება. მასწავლებლებიც ფაქტიურად ამ წიგნების შემხედვარე არაფერს აღარ გვაძლევდნენ. სწორედ ამ სიტუაციის შემდეგ ძალიან ცუდი მეგონა ეს რეფორმა.

საერთოდ მეთერთმეტე კლასელი რომ არ ვიყო განათლების ახალი რეფორმა თავიდანვე ძალიან კარგი მომეჩვენებოდა. დროა სკოლებსაც მიეხედოს, საშუალო სასწავლებლებს აღარავინ ყურადღებას აღარ აქცევს. ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ყველა მინისტრი ახალ-ახალ რაღაცას გვიმატებდა და საერთო ჯამში ზუსტადაც რომ აჯაბსანდალი გამოვიდა. ძირითადი ყურადღება გადავიდა სკოლაში ნიშნებზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ცოდნა საერთოდ დავივიწყეთ. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია…

ვეთანხმები რეფორმას, კარგია რომ მეთერთმეტე კლასელებს შეღავათს გვიკეთებენ 15 ქულიანი ბარიერით და როგორც ითქვა ძალიან ადვილი სავარჯიშოებით, ისეთებით რომლებსაც აუცილებლად გააკეთებ თუ ერთხელ მაინც გაქვს წიგნი გადაშლილი.

რაც შეეხება ამ რეფორმის უარყოფით მხარეს… ცოტა ადრე უნდა დაეწყოთ ამაზე ფიქრი, ადრე უნდა გაეფრთხილებინათ საზოგადოება, რომ ყველას დაეწყო ამ გამოცდებისთვის მომზადება. მომზადებას ორი გაგება აქვს: სწავლა და ფსიქოლოგიურად მზადყოფნა. ძალიან ბევრისთვის სიტყვა “გამოცდა” უკვე კატასტროფასთანაა დაკავშირებული, ასეთი ადამიანების შემზადება დამეთანხმებით და საჭიროა 🙂

პირადად მე შეიძლება ისევ ჩემს ძველ სკოლას დავუბრუნდე მომავალ წელს, ეს კი განაპირობა ახალი საგნების დამატებამ, კერძოდ “სამხედრომ” და “მსოფლიო კულტურამ”. ორივე საგნის დამატების მომხრე ვარ, ნამდვილად საჭიროა ელემენტარულად მაინც იცოდე ეს ორივე საგანი ადამიანმა. პარალელურად გავაგრძელებ მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მე მაქვს ჩემი თავის იმედი 🙂