LOST : The Final Season

27 01 2010

(პოსტი არ შეიცავს მეექვსე სეზონის არცერთ სპოილერს)


ეს ისტორია 2004 წლის 22 სექტემბერს დაიწყო. გამოსვლისთანავე “ლოსტს” უამრავი მაყურებელი ყავდა. მას შემდეგ დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომლებსაც ლოსტის შექმენელები მეექვსე, ფინალურ სეზონში გასცემენ პასუხებს.

10 ძირითადი კითხვა:

1. რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს 4, 8, 15, 16, 23, 42?

2. რატომ მოყვნენ კატასტროფაში მაინდამაინც ეს ადამიანები და როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები?

3. რატომ ჩნდებიან გარდაცვლილი ადამიანები კუნძულზე მოჩვენებების სახით?

4. რა არის შავი ბოლი?

5. რა კავშირი აქვს ეგვიპტეს კუნძლთან?

6. რა მოუვიდათ ვოლტს და აარონს?

7. ვინ არის სინამდვილეში ჯეიკობი და “შავებში ჩაცმული კაცი”?

8. რა ხდება ხრამთან დაკავშირებით?

9. რატომ სურთ ბენს და უიდმორს კუნძული?

10. რა ხდება რიჩარდის და დესმონდის ირგვლივ?

ყველა ჩვენგანს აქვს ამ კითხვებზე თავისი თეორია, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე ლოსტს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.

მეექვსე სეზონში უნდა გავიგოთ თუ რა მოხდა ბომბის აფეთქების შემდეგ, რა გეგმა ქონდა “ლოკს”, სად გაქრა კლერი, რას წარმოადგენს კუნძული და ა.შ.

ძალიან საინტერესო სეზონი გველის, სულ რაღაც 5-6 დღე დარჩა : )





განათლების ახალი რეფორმა

23 01 2010

რამდენიმე დღეა უკვე რაც მინდოდა ამ პოსტის დაწერა, თავი შევიკავე რადგანაც მაინტერესებდა “კურიერ P.S.”-ის რეპორტაჟი განათლების ახალ რეფორმაზე…

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავარდა პანიკაში. ბევრი ფიქრობა “ვაიმე რა გვეშველება”, “დავრჩით გარეთ და ეგ არი”, “ვერ არიან ესენი” და ა.შ. მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ფიქრობდა რომ ეს უაზრო კანონია, ცოტა ხანი ილაპარაკებდნენ და შემდეგ გაჩერდებოდნენ ან ვიღაც ჭკვიანი ადამიანი აღუდგებოდა ამ ყველაფერს წინ, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს ყველაფერი სერიოზულადაა გადაწყვეტილი.

10 გამოცდის დანიშვნის გადაწყვეტილებამ მეც დამაფიქრა, რადგანაც ამჟამად კერძო სკოლაში ვარ ჩაწერილი, სადაც სულ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც საბუთების მისატანად… ეს ყველაფერი კი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მიზნით. სკოლაში კარგად ვსაწვლობდი, მაგრამ სახლში გადაწყვიტეს რომ ჯობდა 2 წელი მოვმზადებულიყავი, ეს გადაწყვეტილება ახლა დავაფასე. კმაყოფილი ვარ საქმე წინ რომ წავიგდე…

საშუალო განათლება ყველა საგანში ნორმალურ დონეზე მაქვს მიღებული, ეს იყო 8-9 კლასებში. მეათე კლასში საერთოდ დაგვადებილეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წიგნები იყო მხოლოდ სურათებით გატენილი, ხოლო გაკვეთილში კი ეწერა მაქსიმუმ 2 წინადადება. მასწავლებლებიც ფაქტიურად ამ წიგნების შემხედვარე არაფერს აღარ გვაძლევდნენ. სწორედ ამ სიტუაციის შემდეგ ძალიან ცუდი მეგონა ეს რეფორმა.

საერთოდ მეთერთმეტე კლასელი რომ არ ვიყო განათლების ახალი რეფორმა თავიდანვე ძალიან კარგი მომეჩვენებოდა. დროა სკოლებსაც მიეხედოს, საშუალო სასწავლებლებს აღარავინ ყურადღებას აღარ აქცევს. ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ყველა მინისტრი ახალ-ახალ რაღაცას გვიმატებდა და საერთო ჯამში ზუსტადაც რომ აჯაბსანდალი გამოვიდა. ძირითადი ყურადღება გადავიდა სკოლაში ნიშნებზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ცოდნა საერთოდ დავივიწყეთ. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია…

ვეთანხმები რეფორმას, კარგია რომ მეთერთმეტე კლასელებს შეღავათს გვიკეთებენ 15 ქულიანი ბარიერით და როგორც ითქვა ძალიან ადვილი სავარჯიშოებით, ისეთებით რომლებსაც აუცილებლად გააკეთებ თუ ერთხელ მაინც გაქვს წიგნი გადაშლილი.

რაც შეეხება ამ რეფორმის უარყოფით მხარეს… ცოტა ადრე უნდა დაეწყოთ ამაზე ფიქრი, ადრე უნდა გაეფრთხილებინათ საზოგადოება, რომ ყველას დაეწყო ამ გამოცდებისთვის მომზადება. მომზადებას ორი გაგება აქვს: სწავლა და ფსიქოლოგიურად მზადყოფნა. ძალიან ბევრისთვის სიტყვა “გამოცდა” უკვე კატასტროფასთანაა დაკავშირებული, ასეთი ადამიანების შემზადება დამეთანხმებით და საჭიროა 🙂

პირადად მე შეიძლება ისევ ჩემს ძველ სკოლას დავუბრუნდე მომავალ წელს, ეს კი განაპირობა ახალი საგნების დამატებამ, კერძოდ “სამხედრომ” და “მსოფლიო კულტურამ”. ორივე საგნის დამატების მომხრე ვარ, ნამდვილად საჭიროა ელემენტარულად მაინც იცოდე ეს ორივე საგანი ადამიანმა. პარალელურად გავაგრძელებ მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მე მაქვს ჩემი თავის იმედი 🙂





არდადეგების ბოლო დღეები

9 01 2010

მოკლედ არ ვიცი, საშინლად უაზრო დღეებია… მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ და უკვე აღარ ვიცი რა ვაკეთო. უაზრო არდადეგები იყო, რამდენჯერმე მეგობრებთან ერთად დავაპირე გასვლა სადმე. მაგრამ ზოგს ეზარება, ზოგი სახლში არ არის. მაგათმაც დამღალეს უკვე : | 2ჯერ ვიქეიფეთ და ეგ იყო და ეგ. 13ში ღამისთევით აპირებს ქეიფს კლასი, ვფიქრობ წავიდე თუ არა :  S

ორშაბათიდან კიდე დაიწყება ისევ ინგლისური, მათემატიკა ქართული, ინგლისური, მათემატიკა, ქართული, ინგლისური, მათემატიკა, ქართული და ასე გაგრძელდება ივნისამდე : | პრინციპში ზოგჯერ ჩემ თავს ვეკითხები რატო მეზარება ხოლმე : D დღეში მაქსიმუმ 3 საათს ვუთმობ სწავლა-განათლებას, მაგრამ რავიცი : S

მოკლედ უაზრო პოსტია, რისი დაწერაც ამ უაზრო დღეების ბრალია : (





Happy New Year

3 01 2010

ყოველთვის მიყვარდა ახალი წელი… პატარაობისას მიხაროდა ნაძვის ხის დადგმა, თოვლის ბაბუა, საჩუქრები და ა.შ.  ახლა ის მიხარია რომ მთელი მსოფლიო იცვლება,  ყველა კარგ ხასიათზეა, ვიზუალური მხარეც მომწონს.

მაგრამ აი წელს რა ხდებოდა არ ვიცი, არანაირი საახალწლო განწყობა არ მქონია და რაც ყველაზე ძალიან მიკვირს ისაა, რომ ძალიან ბევრმა მითხრა იგივე რამ.

2009 წელი ძალიან ცუდი წელი იყო ჩემთვის, ცუდი ალბათ პირადი პრობლემების გამო. მაგრამ ამასთანავე სწორედ 2009 წელს მივაღწიე ჩემ პირველ ასეთ წარმატებას. გავაკეთე პროექტი twilight.ge , აქვე შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები ადმინისტრაციის სახით. სწავლის მხრივაც კმაყოფოილი ვარ, თავი არ მომიკლავს მაგრამ საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ^^

2010 წელი ვეფხვის  წელია და ამბობენ ცვლილებებს უნდა ველოდოთო, რაც მე ძალიან მჭირდება, საერთოდ არ მიყვარს ერთფეროვნება… იმედი მაქვს ჩემთვის ეს წელი ათმაგად წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იქნება ^^





First Rain Drop

3 01 2010

სალამი… ბლოგოსფეროში ახალი ვარ, მქონდა ადრე რაღაც პატარა გამოცდილება მაგრამ სერიოზულად არ ვუყურებდი ნამდვილად.  რამდენიმე კვირის წინ მსურდა ბლოგის გაკეთება მაგრამ ფეხს ვითრევდი, ბოლო-ბოლო  მაინც გავაკეთე ^^

ჩემი სახელია გიო, ვარ 16 წლის. ამჟამად ვსწავლობ კერძო სკოლაში, ამასთანავე ვარ აბიტურიენტი. ბოლო 6 თვე ვარ რობოტივით, ზუსტად ვიცი როდის რა მაქვს და ეს ყველაფერი მეორდება ყოველკვირა. მეთერთმეტე კლასში ვარ, ადრეც მშვენივრად ვსწავლობდი, მაგრამ მაინც ორი წელი გადავწყვიტე მომზადება.

რაც შეეხება ჩემ ბლოგს… დავწერ ალბათ ყველაფერ იმაზე რაც დამაინტერესებს ან უბრალოდ იმაზე რამაც შეიძლება სხვა დააინტერესოს 🙂 ვთვლი რომ ეს ბლოგი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდება და თავს არ დავანებებ მოკლე დროში.